Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარკო მატერაციმ 2006 წლის მუნდიალის ფინალის ინციდენტი გაიხსენა.
საფრანგეთის და იტალიის ნაკრებების მატჩის დამატებით დროში, მარკო მატერაციმ ზინედინ ზიდანს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ფრანგმა მას თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ფინალური მატჩი საბოლოოდ საფრანგეთმა პენალტების სერიაში მოიგო.
„ეს ეპიზოდი საერთოდ არ მომწონს, იმიტომ რომ ის ჩემს საფეხბურთო კარიერას არ ასახიერებს, ეს არ უნდა მომხდარიყო.
ბერლინის დაძაბულ ფინალში, უამრავ შელაპარაკებასა და შეურაცხყოფაში, ზიდანმა თავისი მაისური შემომთავაზა, მე კი უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ მისი და მირჩევნია. შემდეგ, ის მომიტრიალდა და გააკეთა ის, რაც ყველამ იცის.
მას შემდეგ ზინედინი ერთხელაც არ მინახავს." - აღნიშნა მატერაციმ.
კომენტარები
16 დღის წინ
5 დღის წინ