სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში შტუტგარტის კარში კილიან მბაპემ მადრიდის რეალის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, კარიერაში კი ამ ტურნირზე ეს ფრანგისთვის 49-ე გოლი აღმოჩნდა, რითიც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა.
მბაპე ამ შედეგით რეალის ლეგენდარულ ფეხბურთელს ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.
1. კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი
2. ლიონელ მესი - 129 გოლი
3. რობერტ ლევანდოვსკი - 94 გოლი
4. კარიმ ბენზემა - 90 გოლი
5. რაული - 71 გოლი
6. რუუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი
7. ტომას მიულერი - 54 გოლი
8. ტიერი ანრი - 50 გოლი
9. ალფრედო დი სტეფანო - 49 გოლი
9. კილიან მბაპე - 49 გოლი
მბაპესთვის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი მორიგი გოლი საიუბილეო 50-ე აღმოჩნდება და ამ შედეგით თანამემამულე ტიერი ანრის გაუთანაბრდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები