სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპეს თქმით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა ის ლეო მესისთან ძალიან დააახლოვა.
იმ დროისთვის მბაპე და მესი თანაგუნდელები იყვნენ - ორივე პსჟ-ს ღირსებას იცავდა. მუნდიალის ფინალში მბაპემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, მესიმ კი დუბლი, საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში არგენტინა დარჩა.
„ძალიან გაბრაზებული ვიყავი. თუმცა, მესის მაინც პატივს ვცემდი, იმიტომ რომ ეს ხომ მესია.
პირველი შეხვედრის დროს გაგვეცინა, მან მითხრა, რომ მე უკვე ერთხელ ეს ტიტული მოგებული მქონდა და სამომავლოდ, ერთმანეთს ამ თემაზე ხშირად ვეხუმრებოდით.
ვფიქრობ, ამ ფინალმა მესისთან უფრო დამაახლოვა." - აღნიშნა კილიანმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები