მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვებს.
„ფედერაციას ჰყავს პრეზიდენტი ფილიპ დიალო, რომელიც გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ვიცი, რომ ყველა ზიდანზე საუბრობს - ნუ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს გამოქვაბულში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა ხდება გარშემო, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.
ჩვენი გზები მადრიდში გადაიყარა, მაგრამ ვცდილობ, ეს ზედმეტად ხშირად არ მოხდეს, იმიტომ რომ ეს ბევრ საუბარს გამოიწვევს. ვცდილობ, მას ხშირად არ შევხვდე, მაგრამ ზინედინ ზიდანის ხილვა ყოველთვის ძალიან მახარებს." - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების და რეალის ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები