მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მინესოტა ტიმბერვულვზმა დენვერ ნაგეტსთან გამარჯვება მოიპოვა, კვირას მათი ორი მოთამაშის შესახებ სამწუხარო ამბავი გავრცელდა.
ენტონი ედვარდსს, რომელიც დენვერ ნაგეტსთან მე-4 თამაშის პირველ ნახევარში დაშავდა, მარცხენა მუხლზე ძვლის მნიშვნელოვანი დაჟეჟილობა დაუდგინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯვარედინი იოგის დაზიანება არ ფიქსირდება, მოსალოდნელია, რომ ის ტრავმის გამო მინიმუმ რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
პარკეტზე დიდი ხნით ვერ დაბრუნდება დონტე დივინჩენცოც, რომელიც პოსტსეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს და შესაძლოა მომავალ სეზონშიც ვერ შეძლოს სრულად თამაში.
გამთამაშებელმა თამაშის დასაწყისში მარჯვენა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისი რეაბილიტაციის პერიოდი 9-დან 12 თვემდე განისაზღვრა.
ამჟამად ტიმბერვულვზი პირველ რაუნდში ნაგეტსთან სერიაში 3-1-ს იგებს. მათ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორშაბათს ექნებათ, როდესაც დენვერში ითამაშებენ.