სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-8 ტურში ნაპოლიმ სტუმრად ემპოლის მძიმე ბრძოლაში მოუგო.
შეხვედრა სტადიო კარლო კასტელანიზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
კვარამ მოედანზე 76 წუთი გაატარა და შემდეგ მოედანზე ადგილი ბრაზილიელ დავიდ ნერეშს დაუთმო.
გამოცემა SofaScore-მ ამ მატჩისთვის ქართველს 6.7 შეფასება დაუწერა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა, ემპოლის მცველმა საბა გოგლიჩიძემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. მან შეფასების სახით 6.8 ქულა დაიმსახურა.
ნაპოლიმ ამ გამარჯვებით 8-დან მე-6 მატჩი მოიგო, 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე ჯერჯერობით იუვენტუსია 16 ქულით, თუმცა ინტერს თავისი მატჩის მოგებით 17-ს დაგროვება შეუძლია. ნერაძური დღეს სტუმრად რომას დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები