მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სიტის ექს-მცველმა, მიკა რიჩარდსმა, მანჩესტერში შექმნილ სიტუაციას ქაოსი უწოდა.
რუბენ ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგის მე-15 ადგილს იკავებს.
„როცა მან თქვა, რომ ეს გუნდი მანჩესტერის ისტორიაში ყველაზე ცუდია, ამიერიდან რაც არ უნდა ილაპარაკოს, ის ვერ ხვდება, რომ ამ ციტატის გამოყენება ყოველ კვირას შეიძლება.
თუ მას არ მოსწონს ფეხბურთელი, თუ არ მოსწონს რაშფორდი - ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. როგორც ექსპერტებმა, ეს უნდა მივიღოთ, რადგან ის წყვეტს და მის არჩევანს პატივს ვცემთ.
მაგრამ სხვა დანარჩენი მას საქმეს ურთულებს. ის ვერ ხვდება, რას აკეთებს. ამიტომ, გარშემო ქაოსი სუფევს, ეს არის ნამდვილი ქაოსი.
არანაირი უპატივცმელობა სპორტინგის მიმართ, მაგრამ ეს გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი არ არის.
მან ხალხს ლაპარაკის ნაკლები მიზეზი უნდა მისცეს, ნაკლებად გააბუქოს ისტორიები, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს." - აღნიშნა ინგლისელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები