მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა, ანტონიმ, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს იჯარით ბეტისში ატარებს, ესპანურ გუნდში თავის წარმატებებზე ისაუბრა.
ფეხბურთელი სევილიურ გუნდში იანვრის ბოლოს სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა და ბეტისის მაისურით უკვე 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„მთავარია, ადამიანი ბედნიერი იყო და ბეტისში ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი ბუნებრივად ხდება.
აქ შემიძლია ვაჩვენო ის ფეხბურთი, რომელმაც ევროპაში ჩამომიყვანა." - აღნიშნა ბრაზილიელმა, რომელიც მანჩესტერში აიაქსიდან 2022 წელს 95 მილიონ ევროდ გადავიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები