მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რიო ფერდინანდს აშინებს ის ფაქტი, რომ მანჩესტერი შესაძლოა პრემიე რლიგიდან გავარდეს.
25 ტურის შემდეგ გუნდი 29 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 12 ქულით არის ჩამოშორებული.
„მანჩესტერს ახლა სერიოზული პრობლემები აქვს. ჩემს კლუბსა და გასავარდნ ზონას სორის მხოლოდ ვესტ ჰემი და ვულვზი არიან. წარმოგიდგენიათ, რამდენად ახლოს ართ?
ვიღაცამ თქვა, რომ გადასარჩენად 11 ქულა გვჭირდება, რომ პრემიერ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ და ნელ-ნელა, სიტუაციის ამ კუთხით ყურებას ვიწყებ. ჩემს წინ დევს მომავალი მატჩების ჩამონათვალი და ერთადერთი, რომელზეც ვამბობ, რომ რაღაცის მიღწევა შეგვიძლია (მოგებაზე არ ვლაპარაკობ) - ლესტერთან მატჩია. უკვე რამდენჯერმე დავამარცხეთ ეს გუნდი, ანუ მათთან გვიადვილდება.
როგორც წესი მატჩებს უყურებ და ხედავ, რომელ თამაშებში შეიძლება ქულების დაგროვება. აქ კი, გამარჯვების აშკარა შესაძლებლობებს ვერ ვხედავ და პრობლემა სწორედ ამაშია." - აღნიშნა ფერდინანდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები