მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის წინასწარ ჩატარებულ მატჩში ლივერპული ასტონ ვილას ესტუმრა, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
მერსისაიდელთა მხრიდან გამორჩეული იყო მოჰამედ სალაჰი, რომელმაც პირველი გოლი თავად გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ეგვიპტელი 2014-15 წლების სეზონის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც 10 სხვადასხვა მატჩში შეძლო გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. 10 წლის წინ ეს ლიონელ მესიმ გააკეთა 11 განსხვავებულ შეხვედრაში.
სალაჰი ასევე გახდა მე-4 მოთამაშე, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ლიგის ბოლო 10 სეზონში 100 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კევინ დე ბრუინი - 117
ტომას მიულერი - 116
ლიონელ მესი - 110
მოჰამედ სალაჰი - 100
ასევე ეგვიპტელი არის 2018-19 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 15+ გოლისა და 15+ ასისტის დაგროვება შეძლო. იმ სეზონში ეს ედენ აზარმა შეძლო.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ ლივერპულს 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
მოჰამედ სალაჰი კი როგორც ბომბარდირთა დავას (24 გოლი), ისე ასისტენტთა სიას (15 საგოლე გადაცემა) ლიდერობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები