მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოჰამედ სალაჰმა თავისი და ერლინგ ჰალანდის სტატისტიკაზე კომენტარი გააკეთა.
"ერლინგ ჰალანდს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის თავდამსხმელია და ამიტომ მისი ცხოვრება უფრო ადვილია. ვინგერისთვის ასეთი სტატისტიკის ქონა საკმაოდ რთულია, ყველა ვინგერს შეუძლია დაადასტუროს ეს.
ამიტომ ჩვენ შორის განსხვავება ეს არის, ის თავდამსხმელია, მე კი - ვინგერი." - უთხრა ეგვიპტელმა SkyDE-ს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰი ბომბარდირთა და ასისტენტთა დავას ერთდროულად ლიდერობს, ლივერპულის შემტევის ანგარიშზე 24 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა. ერლინგ ჰალანდი კი ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილზეა 19 გატანილი გოლით.
პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, 23 თებერვალს (20:30) ერთმანეთს სწორედ ჰალანდისა და სალაჰის გუნდები, მანჩესტერ სიტი და ლივერპული დაუპირისპირდებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები