11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში არსენალმა ემირეითსზე ვესტ ჰემი მიიღო.
მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გაიტანა.
44' ბოუენი 0-1
73-ე წუთზე არსენალის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მაილს ლუის სკელიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ.
ვესტ ჰემმა ამ გამარჯვებით პრემიერ ლიგაში არსენალის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
არტეტას გუნდის ამ მარცხით ცხრილის ლიდერ ლივერპულთან ჩამორჩენა 8-ქულიანი დარჩა, ვესტ ჰემი კი 30 ქულით მანჩესტერ იუნაიტედს გაუთანაბრდა და მე-16 ადგილზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები