ჯეიმს მილნერმა ბრაიტონში ნომერი შეიცვალა და დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"როცა გავიგე, რომ კარლოსი (ბალება) ნომრის შეცვლას აპირებდა და 20 ნომერი თავისუფალი იყო, მინდოდა, რომ დიოგუ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად ეს ნომერი ამერჩია.
ის საოცარი მოთამაშე იყო და გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე, ის ასევე დიდებული მეგობარი იყო. დიდი პატივი იქნება ამ ნომრით თამაში პრემიერ ლიგაში." - განაცხადა ჯეიმს მილნერმა.
ინგლისელი ფეხბურთელი აქამდე ბრაიტონში 6-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მან ლივერპული 2023 წელს დატოვა და კარიერა სწორედ თოლიებში გააგრძელა.
