Sky Sports-ის ინფორმაციით, ნიუკასლმა ბენჟამინ შეშკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.
ინგლისელები გერმანელებს 75 მილიონ ევროსა და პლუს 5 მილიონს ბონუსების სახით სთავაზობენ, რაც ლაიფციგის მოთხოვნას აკმაყოფილებს.
მოთამაშე თავის სიტუაციას განიხილავს, რადგან საქმეში მანჩესტერ იუნაიტედიც არის. ის ორივე პროექტის მიმართ ღიაა.
დღეს ლაიფციგი ამხანაგურ მატჩში ატალანტას დაუპირისპირდება, შეშკო კი გუნდის განაცხადში არ არის. მიზეზი მისი სატრანსფერო ამბავია.
ნიუკასლმა 22 წლის სლოვენიელში კლუბისთვის სარეკორდო შეთავაზება გააკეთა, კაჭკაჭებს იმედი აქვთ, რომ ლაიფციგთან შეთანხმებას მალე მიაღწევენ და მანჩესტერ იუნაიტედს შეშკოსთვის ბრძოლას მოუგებენ.
სლოვენიელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.