პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის 2026 წელს ვიქტორ გიოკერეშზე მეტი გოლი არავის გაუტანია.
სანდერლენდთან მატჩში შვედმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. არსენალის თავდამსხმელი მოედანზე 25-ე ტურის შეხვედრის მე-60 წუთზე გამოვიდა და თავი 66-ე და 93-ე წუთებზე გამოიჩინა.
VIDEO: გიოკერეშის დუბლი და განადგურებული შავი კატები — არსენალმა ლიდერობა გაიმყარა
2026 წელს შვედეთის ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკვე 6 გოლია. პრემიერ ლიგაში მოასპარეზე არცერთ სხვა ფეხბურთელს ამ დროის განმავლობაში 5 გოლზე მეტი არ გაუტანია.