ჩელსიმ ლიამ როსენიორის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის ყველა მატჩი მოიგო.
გუშინ, 25-ე ტურში, „ლურჯებმა“ ვულვერჰემპტონი 3:1 დაამარცხეს. მანამდე გუნდმა ვესტ ჰემს (3:2), კრისტალ პალასსა (3:1) და ბრენტფორდს (2:0) სძლია.
VIDEO: პალმერის ხმაურიანი დაბრუნება და ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში — ჩელსი გამარჯვებებს აგრძელებს
ახალი მწვრთნელის თავკაცობით ჩელსიმ ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა. გუნდმა მხოლოდ ორჯერ წააგო — ორივეჯერ არსენალთან ლიგის თასზე (2:3, 0:1), დანარჩენ ყველა მატჩში კი გამარჯვება მოიპოვა.
10 თებერვალს როსენიორის გუნდი ლიდსს დაუპირისპირდება.