მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგაში სანდერლენდთან გამარჯვება (3:0) შეაფასა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ თამაშით და შედეგით. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა — ეს მეტოქე ნამდვილად კარგია და პრობლემებს გიქმნის. სწორედ მათი დამსახურებით გაიწელა ეს შეხვედრა ასე ძალიან.
VIDEO: გიოკერეშის დუბლი და განადგურებული შავი კატები — არსენალმა ლიდერობა გაიმყარა
თუ ჩვენს კართან შექმნილ მომენტებზე ვისაუბრებთ, მეტოქეს არაფრის საშუალება არ მივეცით. თუმცა, იყო განცდა, რომ თამაშზე სრული დომინირება და კონტროლი შეუძლებელი იყო, რადგან მოწინააღმდეგე კომბინაციების ჩაშლაში კარგად მოქმედებს.
ბედნიერი ვარ იმით, რასაც ფეხბურთელები ყოველ სამ დღეში აკეთებენ, მათ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ“, — განაცხადა არსენალის მთავარმა მწვრთნელმა.