მაიკლ ოუენი დარწმუნებულია, რომ განვლილ სეზონში ლივერპულს პრემიერ ლიგის მოგება უფრო დიდი უპირატესობით შეეძლო.
„მერსისაიდულმა კლუბმა ინგლისის ჩემპიონატი 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა.
სლოტის გუნდს შეეძლო, 20 ქულიანი უპირატესობითაც მოეგო ჩემპიონატი, რაც ძალიან დიდი სხვაობა იქნებოდა.
ახალ სეზონში ლივერპულის დასაწევად სხვებს ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. არადა, როგორც ჩანს, გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა სეზონში.
ლივერპულის დაწევა ძალიან გაჭირდება." - აღნიშნა მერსისაიდელთა ექს-ფეხბურთელმა Talksport-თან საუბარში.