The Ahtletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ლივერპულმა ალექსანდერ ისაკის თაობაზე გამხსნელი შეთავაზება გააკეთა.
მერსისაიდელებმა ნიუკასლს 120 მილიონი ფუნტი და დამატებით ბონუსები შესთავაზეს, ნიუკასლმა კი შეთავაზება უარყო. ლივერპული ახალი შეთავაზების გაკეთებას აპირებს.
კაჭკაჭები ისაკის გაყიდვას მისი შემცვლელის პოვნამდე არ აპირებენ, ეს კი ამ მომენტისთვის გარანტირებული არ არის.
ნიუკასლმა შვედ თავდამსხმელს გაუმჯობესებელი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მომავალ ზაფხულში გამოსასყიდ პუნქტს ითვალისწინებს, თუმცა 25 წლის მოთამაშეს პოზიცია არ შეუცვლია და გუნდიდან წასვლა სურს.
ალექსანდერ ისაკი ნიუკასლს 2022 წელს სოსიედადიდან 70 მილიონ ევროდ შეუერთდა.