ბრიტანული გამოცემა Give Me Sports-ის ჟურნალისტი და ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ლივერპული ალექსანდრ ისაკის თაობაზე მეორე შეთავაზების გაკეთებას აღარ აპირებს.
პირველ შემოთავაზებაზე უარის მიღებისა და ნიუკასლის მკაცრი პოზიციის გამო, მერსისაიდული კლუბი მეორე შემოთავაზებას აღარ გააკეთებს.
წითლები მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუ ნიუკასლი პოზიციას შეიცვლის და ლივერპულს თავად დაუკავშირდება.
ისაკთან პირადი კონტრაქტი პრობლემა არასდროს არ ყოფილა - ტრანსფერს მხოლოდ კლუბების შეუთანხმებლობა აჭიანურებს.
დღეს ლივერპულმა ისაკის თაობაზე პირველ შეთავაზებაზე, რომელიც 110 მილიონ ფუნტსა და ბონუსებს ითვალისწინებდა, უარი მიიღო.