ატალანტამ ინტერის მეორე შემოთავაზებაც უარით გაისტუმრა.
იტალიურ კლუბებს შორის ადემოლა ლუკმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინტერს ნიგერიელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა ატალანტასთან მორიგებას ვერ ახერხებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პირველი შეთავაზება 40 მილიონ ევროს შეადგენდა, მეორე კი - 42+3 მილიონი ბონუსებით.
მეორე შემოთავაზებაზე ატალანტამ დრო აიღო, თუმცა საბოლოოდ ინტერი მაინც უარით გაისტუმრა.
თავად ლუკმანს კარიერის ინტერში გაგრძელება სურს.