ალეხანდრო გარნაჩოს პრიორიტეტი ჩელსიში გადასვლაა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელს ლონდონურ კლუბში გადასვლა ჯერ კიდევ იანვარში სურდა და ეს სურვილი ახლაც შენარჩუნებული აქვს.
ამ შემთხვევაში ინტერესი ორმხრივია - ჩელსი გარნაჩოს თაობაზე მანჩესტერისთვის შეთავაზების გაკეთებას ამ თვეში, მოგვიანებით აპირებს.
თავად ფეხბურთელი პრიორიტეტს სწორედ ჩელსის ანიჭებს და უცხოური კლუბების შემოთავაზების მიუხედავად, სწორედ ლურჯებს ელოდება.
არგენტინელი ვინგერი მანჩესტერის გეგმებში არ შედის და კლუბს მისი გაყიდვა რაც შეიძლება მალე სურს.