დიოგუ დალოტმა მანჩესტერ იუნაიტედში განწყობის ცვლილებაზე ისაუბრა.
სეზონისთვის მზადების პროცესში მანჩესტერმა ამხანაგურ მატჩებში ვესტ ჰემს 2:1, ბორნმუთს კი 4:1 მოუგო.
„ვფიქრობ, ვქმნით გუნდს, რომელშიც ყველა ერთმანეთისთვის იბრძოლებს. სწორედ ამის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, წინ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.
ახლა შეინიშნება იმის ნაპერწკლები, რომ გუნდმა ბრძოლა და უფრო ინტენსიურად თამაში დაიწყო. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენც.
რუბენ ამორიმმა გასაგებად გვანიშნა: ან გინდა რომ გუნდის ნაწილი იყო, ან შენი ადგილი აქ არ არის.
თუ მანჩესტერ იუნაიტედში გინდა თამაში, გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდა. თუ ვერ შეესაბამები, მაშინ შენი ადგილი აქ არ არის." - აღნიშნა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.