რასმუს ჰოილუნდმა მანჩესტერში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
გამთენიისას ფეხბურთელმა პრე-სეზონის მატჩში ბორნმუთს გაუტანა, მისმა გუნდმა კი 4:1 მოიგო.
„ვფიქრობ, ჩემი გეგმა აშკარა და ნათელია - მანჩესტერ იუნაიტედში მინდა და ვაპირებ დარჩენას.
რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ადგილისთვის ბრძოლას ვაპირებ." - ციტირებს დანიელ თავდამსხმელს ფაბრიციო რომანო.
ამ ზაფხულს ჰოილუნდის შეძენით სხვადასხვა ევროპული, კერძოდ კი იტალიური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.