ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ, რუბენ ამორიმმა თავისი გუნდის თამაში გამოარჩია.
მანკუნიანელებმა ბორნმუთი 4:1 დაამარცხეს, იქამდე კი ვესტ ჰემს 2:1 მოუგეს.
„ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ შედეგები. საქმე იმაშია, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
შეუძლებელია, ხალხი ამას ვერ ხედავდეს. ვფიქრობ, ფეხბურთელები ბევრად უკეთ მოქმედებენ ერთმანეთში, არამარტო მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ისინი უფრო სწრაფები და ძლიერები გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ პრე-სეზონია. თუმცა უკვე შეიძლება დანახვა, რომ სულ სხვა ინტენსივობით ვთამაშობთ.
სხვა მაჩვენებლები გვაქვს, ბევრად ვუმატებთ. თუმცა, ეს მხოლოდ წინასასეზონო მომზადებაა. სეზონის მსვლელობისას დატვირთვა და ზეწოლა სულ სხვანაირი იქნება. მნიშვნელოვანია ხვდებოდე, რომ ამ ფეხბურთელებს სრულიად სხვანაირად შეუძლიათ თამაში.
კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით, ვინც წინა სეზონშიც გვყავდა. ისინი პროგრესირებენ. დღეს ყველაფერი სულ სხვანაირად გამოიყურება. მოდით, ასე გავაგრძელოთ." - აღნიშნა ამორიმმა.