სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მანჩესტერ იუნაიტედს ნახევარმცველის შეძენაც სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანკუნიანელებს ამ თვეში არამარტო მეკარის და ფორვარდის, არამედ ნახევარმცველის შეძენის სურვილიც აქვთ, თუ ბაზარზე სასურველი ვარიანტი გამოჩნდება.
მეკარის ძებნის მთავარი მიზეზი ანდრე ონანას ტრავმაა, რომელიც სეზონის სტარტს გამოტოვებს.
ფორვარდის პოზიციაზე კი მთავარ პრიორიტეტად ბენჟამინ შეშკო მოიაზრება.
ამ ზაფხულს იუნაიტედმა ორი ტრანსფერი განახორციელა - ვულვზიდან მათეუს კუნია დაიმატა და ბრენტფორდიდან ბრაიან მბემო.