აარონ რამსდეილი ნიუკასლის ფეხბურთელი გახდა.
კლუბმა საუთჰემპტონიდან მეკარის იჯარით დამატება ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, ერთწლიან იჯარაში ნიუკასლი სოტონს 4 მილიონ ფუნტს გადაუხდის და ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
გასულ სეზონში რამსდეილმა საუთჰემპტონის მაისურით პრემიერ ლიგის 30 მატჩში 66 გოლი გაუშვა და გუნდთან ერთად ჩემპიონშიფში გავარდა.