ალექსანდრ ისაკი ნიუკასლთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
შვედი თავდამსხმელი ბრიტანეტში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე რეალ სოსიედადის ბაზაზე განცალკევებით, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ისაკი ნიუკასლის განკარგულებაში დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ამჟამად აზიის ტურნეში იმყოფება.
ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ლივერპულში კვლავაც სურს, რის შესახებაც ნიუკასლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, თუმცა პროტესტს და ვარჯიშებზე არ გამოცხადებას აღარ აპირებს.
გუშინ ნიუკასლმა ლივერპულის 110-მილიონიანი შეთავაზება ოფიციალურად დაბლოკა. იწერება, რომ მერსისაიდელები დანებებას არ აპირებენ.