ნიუკასლის ფანები ალექსანდრ ისაკის წასვლის სურვილით უკმაყოფილოები არიან.
შვედმა ფეხბურთელმა კლუბს ოფიციალურად განუცხადა, რომ კარიერის ლივერპულში გაგრძელება სურს და გარკვეული დროით, სანამ კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, განცალკევებით სოსიედადის ბაზაზე ვარჯიშობდა.
დღეს, ნიუკასლის სავარჯიშო ბაზის სიახლოვეს ფანების ბანერი გამოჩნდა წარწერით: "ისაკი არის ნამდვილი ვირთხა".
ნიუკასლმა ლივერპულის 110-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა და უფრო მეტი თანხის მიღება სურს. მერსისაიდელები დანებებას არ აპირებენ, თუმცა ტრანსფერი მთლიანად კაჭკაჭების ხელშია.

