-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ევერტონმა გუდისონ პარკზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე იუნაიტედის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რომლითაც ბეტუმ ისარგებლა და ევერტონი დააწინაურა.
19' ბეტუ 1-0
33-ე წუთზე კანფეტებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, კვლავ დაცვის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ამჯერად გოლი აბდულაე დუკურემ გაიტანა. პირველი ტაიმი ევერტონმა 2-0 მოიგო.
33' დუკურე 2-0
72-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა და მანჩესტერი თამაშში დააბრუნა.
72' ბრუნო 2-1
მე-80 წუთზე კი მანუელ უგარტემ გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა.
80' უგარტე 2-2
გუდისონ პარკზე უხვგოლიანი შეხვედრა შედგა და საბოლოოდ ფრე, 2-2 დაფიქსირდა.
ევერტონი 31 ქულით ლაივ ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს, იუნაიტედს კი 30 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები