Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.
Tuttosport-ის ცნობით მილანში მომავალ მეკარეზე ფიქრი დაიწყეს. თუ მენიო კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, კლუბში მამარდაშვილის შეძენაზე იფიქრებენ.
ფრანგის ხელშეკრულება 2026 წელს იწურება და ამ მომენტისთვის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება არ შემდგარა. თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, მილანი მაიკის გაყიდვას 70-80 მილიონი ევროს ფარგლებში განიხილავს.
ვინ დაიკავებს მენიოს ადგილს? ყველაზე პოპულარული სახელი გიორგი მამარდაშვილია - 2000 წელს დაბადებული მეკარე, რომელიც ვალენსიასა და საქართველოს ნაკრების კარს იცავს. მისი ღირებულება 40-50 მილიონი ევროს ფარგლებშია.
ასევე გეგმა B მონცას კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიოა, რომლითაც როსონერი ინტერესდება.
კომენტარები
1 დღის წინ
6 საათის წინ
23 წუთის წინ
5 საათის წინ