მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ჟოაო ფელიქსი მილანში არ დარჩება.
იტალიურმა კლუბმა პორტუგალიელი ფეხბურთელი ზამთარში იჯარით ჩელსიდან დაიმატა. იწერებოდა, რომ თავის კარგად გამოჩენის შემთხვევაში, მილანი ფეხბურთელის იჯარას კიდევ ერთი წლით 8-10 მილიონ ევროდ გაახანგრძლივებდა, მომავალ წელს კი მის შეძენას 30-35 მილიონად შეეცდებოდა.
თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა ფელიქსის დატოვების თაობაზე ჩელსისთან მოლაპარაკებების წამოწყებას არ აპირებს.
გამომდინარე აქედან, ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ჩელსიში დაბრუნდება, თუმცა ლონდონური კლუბი ზაფხულშივე შეეცდება მისთვის ახალი კლუბი მოძებნოს.
ფელიქსმა მილანის მაისურით გოლი სადებიუტო მატჩშივე გაიტანა, მას შემდეგ კი ზედიზედ 10 თამაშში თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები