სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე მილანური დერბი გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა სოლო-რეიდის შემდეგ გახსნა. 28-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის პასის შემდეგ კი ფედერიკო დიმარკომ ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს შორის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მატჩი იქითკენ მიდიოდა, რომ საბოლოო ანგარიშადაც 1-1 უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა 89-ე წუთზე მატეო გაბიამ შეძლო გოლის გატანა და როსონერის დერბიში 3 ქულა მოუტანა.
5 ტურის შემდეგ ინტერსა და მილანს იდენტური შედეგები აქვთ - 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება და 8 ქულა. ნერაძური და როსონერი შესაბამისად მე-6 და მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
სატურნირო ცხრილს 11 ქულით ტორინო ლიდერობს, მე-2 და მე-3 პოზიციაზე ნაპოლი და უდინეზე არიან 10-10 ქულით, იუვენტუსსა და ემპოლის კი 9-9 ქულა აქვთ და მე-4 და მე-5 ადგილს იკავებენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები