სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ აიაქსში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"2 თვე სასტუმროში ვცხოვრობდი. ოთახში მარტო ვიყავი და კინაღამ გავგიჟდი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. ბინა ჩემით ვიქირავე, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად თვეზე მეტი ვიცხოვრე."
"არავის ვიცნობდი, ენა არ ვიცოდი. წარმატებისთვის საჭირო პირობები არ მქონდა. ყველა მოთამაშეს სჭირდება, იგრძნოს პატივისცემა, რათა კარგად ითამაშოს. მე იმედგაცრუებული ვიყავი. ახლა იჯარით მეცში ვარ, მაგრამ ისინი ჯერაც არ დამიკავშირდნენ. აიაქსში ყველას დავავიწყდი." - უთხრა ქართველმა ფრანგულ L'Equipe-ს.
მიქაუტაძე აიაქსმა მეციდან გასულ ზაფხულს 16 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა შემდეგ სათამაშო დრო აღარ მისცა, ახლა კი გიორგი ისევ მეცში იჯარის წესით ასპარეზობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები