15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ პირველ არხთან საუბარში სომხეთთან თამაში შეაჯამა.
პლეიოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ჩვენმა გუნდმა კი 3:0 მოიგო.
„ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ თამაშის მხრივაც მქონდა მოტივაცია, თუმცა უშუალოდ თამაშის დროს ამაზე არ მიფიქრია, მხოლოდ მოგება მინდოდა მეც და მთელ გუნდსაც.
კარგი თამაში ჩავატარეთ, 3:0 მოვიგეთ და მგონია, რომ კარგი ნაბიჯი გადავდგით ამ პლეიოფებზე.
ნაკრებში გოლებით ხვიჩას გადასწრება? ამაზე არ ვსაუბრობთ ხოლმე. ახლა რომ შევალ, ვეტყვი, რომ გადავასწარი და ვნახოთ, რას მეტყვის (იცინის).
მიქაუტაძემ კვარა და ქეცბაია ჩამოიტოვა და ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა
მადლობა მინდა ვუთხრა ამდენ ქართველ ადამიანს ჩამოსვლისთვის და გულშემატკივრობისთვის. კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა სახლში და ისიც უნდა მოვიგოთ." - აღნიშნა მიქაუტაძემ.
აქვე გეტყვით, რომ სომხეთის ნაკრებს სათავეში ჯონ ვან'ტ სხიპი უდგას - მწვრთნელი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში წვრთნიდა და ქართველს თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მისცა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები