Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძის კომენტარი ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ.
„ასეთ დაძაბულ თამაშს ველოდებოდი. მზად ვიყავით ყველა, ძალიან გვინდოდა ამ მატჩის მოგება, რომ ფინალში გავსულიყავით.
დღეს მოვიგეთ და აქ პირველი ტაიმი დამთავრდა. მეორე ტაიმი წინ გვაქვს და უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.
დარწმუნებული ვიყავი თუ არა, როცა მსაჯი VAR-ზე ამოწმებდა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა? მე უფრო პენალტი მეგონა, ბურთიც ავიღე და პენალტისთვის მოვემზადე. ვიცოდი, რომ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. როცა მეტოქემ გოლი გაიტანა, ვიცოდი, რომ მომენტი აუცილებლად გადამოწმდებოდა.
სანიოლმა მითხრა, რომ უფრო ჩამოვსულიყავი და ბურთით მეთამაშა, გოლიც მინდოდა, მაგრამ არაუშავს, იმედია მომავალ თამაშში იქნება." - აღნიშნა მიქაუტაძემ Geo Team-თან საუბარში.
კომენტარები
9 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ
5 საათის წინ