მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ადილ რამიმ გიორგი მიქაუტაძეზე საკუთარი აზრი გამოხატა.
"ამ მოთამაშეს აქვს დონე, რომ დიდ ევროპულ კლუბებში ითამაშოს, ტოპ 10-ში. მეტსაც ვიტყვი, მან პსჟ-ში უნდა ითამაშოს.
გეფიცებით, ის ყველაფერს გაანადგურებს. ეს ჩემი აზრით. დღეს ის ლიონშია, კარგად პროგრესირებს, მაგრამ მისი ადგილი პსჟ-ს მსგავს გუნდშია." - განაცხადა რამიმ.
ფრანგ მცველს სხვადასხვა დროს ლილში, ვალენსიაში, მილნში, სევილიაში, მარსელსა და ფენერბაჰჩეში უთამაშია.
რამის საფრანგეთის ნაკრებში 2010-დან 2018 წლამდე 36 მატჩი აქვს ჩატარებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები