მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სუფთა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
სომხეთთან მატჩამდე ქართველ ფორვარდს ნაკრებში 16 გოლი ჰქონდა გატანილი და ის მეორეადგილოსან ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას ერთი გოლით ჩამორჩებოდა.
დღევანდელ მატჩში დუბლის შესრულებით მიქაუტაძეს ნაკრებში უკვე 18 გოლი დაუგროვდა და ის მეორე ადგილზე გადავიდა.
პირველ ადგილს კვლავ შოთა არველაძე იკავებს 26 გოლით.
ტოპ-5 კი ასე გამოიყურება:
1. შოთა არველაძე - 26 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე - 18 გოლი
3-4. ხვიჩა კვარაცხელია - 17 გოლი
3-4. თემურ ქეცბაია - 17 გოლი
5. ალექსანდრე იაშვილი - 15 გოლი
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები