8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის 23-ე ტურში მეცი ლიონს დაუპირისპირდა.
მასპინძლები 1-2 დამარცხდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ანგარიში მე-13 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. მან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა ლიონელთა მცველი ჩამოიშორა და მეკარეს ეფექტური დარტყმით აჯობა.
საბოლოოდ ლიონმა ლაკაზეტისა და ბენრაჰმას გოლებით მოიგო.
სტატისტიკურმა ვებ-გვერდებმა (Whoscored, Sofascore) მიქაუტაძეს 7.5 შეფასება დაუწერეს, რაც მეცის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია, მთლიანად მატჩში კი მე-2.
თავდამსხმელისთვის ეს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი არის. მან 2 გოლის გატანა აიაქსში გადასვლამდე მოასწრო. ამასთან მიქაუტაძეს 2 საგოლე გადაცემაც აქვს აქტივში.
მეცი ლიგა 1-ში 17 ქულით გასავარდ ზონაშია (მე-17 ადგილი) და ჩემპიონატში დასარჩენ ადგილზე მყოფ ლორიენს 5 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები