1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დღეს ცხრა შეხვედრით გაგრძელდება.
საბაჰი - ბარსელონა და სლავია - ვილიარეალი თბილისის დროით 21:45-ზე დაიწყება, დანარჩენი მატჩები კი 23:59 საათზე.
საბაჰი - ბარსელონა | 21:45
ბარსელონამ ოთხ ტურში ცხრა ქულა მოაგროვა და ბოლო შეხვედრაში ასტონ ვილა 3:0 დაამარცხა. საბაჰს სამი ქულა აქვს და ვიკინგთან 1:4 მარცხის შემდეგ პირველ საშინაო ქულებს ეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
საბაჰი: პოკატილოვი; ზედადკა, დაშდამიროვი, სოლვე, პუხაჩი; ლეპინიცა, რახმონალიევი, დუ კეიროსი; პერისი, ნვაჩუკვუ; მიკელსი.
ბარსელონა: ჟოან გარსია; კუნდე, დე იონგი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ; ბერნალი, პედრი; ადეიემი, ფერმინ ლოპესი, გორდონი; რაფინია.
კატალონიელებს ტრავმის გამო ლამინ იამალი აკლიათ.
სლავია - ვილიარეალი | 21:45
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს სამი ქულა აქვს და პსჟ-სთან 0:6 მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება. სლავია ჯერ მოუგებელია - პრაღელებს ერთი ქულა აქვთ, წინა ტურში კი არსენალთან 1:2 დამარცხდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
სლავია: მარკოვიჩი; ჰოლეში, ზიმა, ნგესანი; ვლჩეკი, სადილეკი, ნოვაკი, იურასეკი; აიაოსი, სულეიმანი; ხიტილი.
ვილიარეალი: გულაჩი; მოურინიო, ლოგან კოშტა, რენატუ ვეიგა, კარლოს რომერო; კომესანია, გეიე; ბიუკენენი, ალბერტო მოლეირო, ოლუვასეი; მიქაუტაძე.
ატლეტიკო - ვიკინგი | 00:00
ორივე გუნდს ოთხი ქულა აქვს, თუმცა ბოლო ტური განსხვავებულად ჩაატარეს: ატლეტიკო შინ ბაიერნთან 0:2 დამარცხდა, ვიკინგმა კი საბაჰს 4:1 მოუგო. მადრიდელებს ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: ობლაკი; ლიორენტე, ლე ნორმანი, ჰანცკო, გრიმალდო; სიმეონე, ბარიოსი, კარდოსო, ალექს ბაენა; სორლოტი, ალვარესი.
ვიკინგი: იოსტბიო; ჰეგჰეიმი, სტენსნესი, ფალხენერი, აუკლანი; ბიორდალი, ბელი, ასკილდსენი; კრისტიანსენი, ბოტჰეიმი, ტრიპიჩი.
ბრიუგე - ლივერპული | 00:00
ბრიუგესა და ლივერპულს ცხრა-ცხრა ქულა აქვთ. ბელგიელებმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, ბოლოს კი პსვ სტუმრად 2:1 დაამარცხეს; ინგლისელთა სამმატჩიანი გამარჯვებების სერია ფენერბაჰჩესთან 2:3 მარცხით შეწყდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრიუგე: ზომერი; საბე, სპილეერსი, მეხელე, სეისი; კარლოს ფორბსი, ვეტლესენი, პოტსი, ვანაკენი, ლემარეშალი; ტრეზოლდი.
ლივერპული: ალისონი; არაუხო, ჟაკე, ვან დეიკი, ციმიკასი; მაკ ალისტერი, სობოსლაი; ბარკოლა, ვირცი, ნგუმოჰა; ისაკი.
ინტერი - შტუტგარტი | 00:00
ინტერმა ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოიგო და ექვსი ქულა აქვს - ბოლო ტურში ფეიენოორდი 3:0 დაამარცხა. შტუტგარტს შვიდი ქულა დაუგროვდა, თუმცა წინა შეხვედრაში გალათასარაისთან 0:2 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი: ხოსეპ მარტინესი; ბისეკი, აკანჯი, კარლოს აუგუსტო; სპენსი, ბარელა, სუჩიჩი, ზელინსკი, დიმარკო; ესპოზიტო, ლაუტარო მარტინესი.
შტუტგარტი: ბრედლოუ; ჰენდრიკსი, შაბო, მიტელშტედტი; ლეველინგი, პრიომელი, კარაზორი, ფიურიხი; უნდავი, დემიროვიჩი, ელ ხანუსი.
ლილი - ბაიერნი | 00:00
ბაიერნი რვა ქულით დაუმარცხებელია და ბოლო ტურში ატლეტიკოს სტუმრად 2:0 მოუგო. ლილმა სამი მარცხის შემდეგ პირველი ქულა ბოდო/გლიმტთან უგოლო ფრით მოიპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლილი: ბერქე ოზერი; გოფი, ნგოი, ალექსანდრო, პერო; ანდრე, ბენტალები; მბაპე, მუკაუ, ჰარალდსონი; უედა.
ბაიერნი: ურბიგი; ლაიმერი, უპამეკანო, ტა, სტანიშიჩი; კიმიხი, პავლოვიჩი; ბინდერი, ბიშოფი, ბრაუნი; კარლი.
მიუნხენელებს ჰარი კეინი და მანუელ ნოიერი აკლიათ, ოლისესა და ლუის დიასის მონაწილეობა კი საეჭვოა.
პსჟ - რომა | 00:00
პსჟ-მ ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულა აქვს, ბოლო ტურში კი ვილიარეალი 6:0 გაანადგურა. რომა ოთხი ქულით ხვდება პარიზულ შეხვედრას - იტალიელებმა წინა მატჩი მანჩესტერ იუნაიტედთან 2:3 დათმეს.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი; აკლიუში, დემბელე, მაიულუ.
რომა: სვილარი; მანჩინი, ნდიკა, ერმოსო; მოლინა, კრისტანტე, კონე, უესლი; როდრიგუ მორა, მალენი, სულე.
პარიზელებს ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე ვერ დაეხმარებიან.
შახტარი - ფენერბაჰჩე | 00:00
შახტარს ოთხი ქულა აქვს და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ქულების აღება სჭირდება. ფენერბაჰჩემ ლივერპულის 3:2 დამარცხებით პირველი გამარჯვება მოიპოვა და ხუთ ქულამდე ავიდა.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი: რიზნიკი; ვინისიუს ტობიასი, ბონდარი, მატვიენკო, პედრო ენრიკე; ნაზარინა; ალისონ სანტანა, ოჩერეტკო, მარლონ გომესი, ნევერტონი; ლუკა მეირელესი.
ფენერბაჰჩე: ედერსონი; ნელსონ სემედუ, შკრინიარი, ოპონგი, ბრაუნი; ისმაილ იუქსექი, გენდუზი, კანტე; გრინვუდი, ირფან ჯან კაჰვეჯი, მურიქი.
სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი | 00:00
სპორტინგს სამი გამარჯვებით ცხრა ქულა აქვს, იუნაიტედს კი ორი მოგებით - ექვსი. ბოლო ტურში პორტუგალიელებმა შახტარს სტუმრად 1:0 აჯობეს, მანჩესტერელებმა კი რომა 3:2 დაამარცხეს.
სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი: რუი სილვა; ფრესნედა, გონსალუ ინასიუ, ედუარდუ კვარეჟმა, არაუხო; ანდერსენი, სერხი ალტიმირა; კატამო, სალასარი, ირანკუნდა; სუარესი.
მანჩესტერ იუნაიტედი: ლამენსი; იორო, მაგუაიერი, ლისანდრო მარტინესი; დიოგუ დალოტი, მაინუ, ტილემანსი, დორგუ; მბუემო, ბრუნუ ფერნანდეში; ზირკზე.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები