-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლიგა 1-ს 24-ე ტურში ლიონმა ბრესტი დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო და სრული თამაში ჩაატარა.
მე-15 წუთზე კენი ლალამ პენალტით სტუმრები დააწინაურა, თუმცა 24-ზე ალექსანდრ ლაკაზეტმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.
გამარჯვების გოლი იმავე ლაკაზეტმა 82-ე წუთზე, რაიან ჩერკის პასით გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მატჩის მიწურულს მსაჯის გადაწყვეტილებით გაცხარებულმა პაულო ფონსეკამ თავს ზედმეტის უფლება მისცა - არბიტრს შუბლი მიადო და უყვიროდა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
ლიონმა 39 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, ბრესტი კი 33 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
მიქაუტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ბურთს 44-ჯერ შეეხო, 28-დან 23 პასი ზუსტად შეასრულა, კარისკენ კი ორჯერ დაარტყა - ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი მიზანს ააცილა. SofaScore-მ ქართველს 6.3 შეფასება დაუწერა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები