Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის დისციპლინურმა კომიტეტმა გასულ ტურში რენთან გიორგი მიქაუტაძის მიღებულ წითელ ბარათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
წითელი ბარათი გაუქმდა და ქართველ თავდამსხმელს არანაირი დისკვალიფიკაცია აღარ ემუქრება, შესაბამისად ის მომავალ ტურში სტრასბურგთან მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ რენთან დაპირისპირების ბოლო წუთებზე მსაჯმა მიქაუტაძე საკამათო სიტუაციაში გააძევა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მოგვიანებით რუდი ბუკემ შეცდომა აღიარა და დისციპლინურ კომიტეტს თავად მიმართა.
მეცი ლიგა 1-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გასავარდნი პლეიოფის ზონაში იმყოფება და ლე ავრამდე 3 ქულა აშორებს. გიორგი მიქაუტაძე კი გუნდის მთავარი იმედია, ქართველის ანგარიშზე მიმდინარე გათამაშებაში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
1 დღის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ