სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა შემტევმა, ერიკ კანტონამ, კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
როგორც ცნობილია, კლუბის ხელმძღვანელობამ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ელჩის თანამდებობიდან ფინანსური ეკონომიის მიზნით მოხსნა.
ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა კანტონამ, რომელმაც კლუბის ბორდი საჯაროდ, სოციალურ ქსელში გააკრიტიკა:
„სერ ალექს ფერგიუსონი უნდა აკეთებდეს კლუბში იმას, რასაც მოისურვებს იქამდე, სანამ არ გარდაიცვლება. ასეთი უპატივცემლობა უბრალოდ სკანდალია.
ფერგი ყოველთვის ჩემი ბოსი იქნება. მათ კი ერთ დიდ სანაგვეზე მოვისვრი." - წერს სოციალურ ქსელში ფრანგი ექს-ფეხბურთელი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები