მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ეგიდით გამართულ ტურნირზე შეძლო 1/4 ფინალამდე მისვლა.
ქართველმა ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და შემდეგ უშუალოდ ძირითად ბადეში ორი მეტოქის ბარიერიც გადალახა.
1/4 ფინალში ბასილას მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი ანდრეი რუბლევი იყო, თუმცა მათ შორის ბრძოლა ვერ შედგა - პირველ სეტში, როცა ანგარიში 2:5 გახდა, ქართველმა დაზიანების გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და დანებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის დაწყებამდე ქართველი რეიტინგში 178-ე პოზიციას იკავებდა, მონპელიეს 250-იან ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლით კი 60 ქულა დაემატება და ორშაბათს, განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზი 146-ე პოზიციაზე გადავა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები