გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი, ესპანეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე საშინელ გამოსვლას აგრძელებს და 6 ტურის შემდეგაც 1 ქულა აქვს.
ყვითელი წყალქვეშა ნავი ამჯერად დანიურ კოპენჰაგენთან საშინაო შეხვედრაში დამარცხდა - 2:3.
ქართველი თავდამსხმელი ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, შესვენებაზე კი შეცვალეს.
ჟორჟმა ერთ მომენტში თავით დაარტყა, ერთხელ კი გატანას დამატებისას ცდილობდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ბურთი კარს ააცილა.
ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 1 ქულა აქვს და 36 გუნდში 35-ე ადგილზე იმყოფება - ყაზახურ კაირათს ბურთების შეფარდებით ჯობნის.
მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში, 20 იანვარს, ამსტერდამის აიაქსს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.