Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის გასულ ტურში მეცისა და რენის შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა გიორგი მიქაუტაძე გააძევა.
ამ მომენტის გამო რუდი ბუკე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან ქართველი თავდამსხმელი გაძევების ღირსად არავინ ჩათვალა.
L'Equipe-ის ინფორმაციით კი მსაჯმა თავისი შეცდომა აღიარა და დისციპლინარულ კომიტეტსაც მიმართა იმისთვის, რომ მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმონ.
ახლა გადაწყვეტილება კომიტეტზეა, თუ მსაჯის მიმართვა დაკმაყოფილდა, მეცის ლიდერი გუნდს სტრასბურგთან გასამართ შეხვედრაში აღარ დააკლდება.
მეცი ლიგა 1-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 29 ქულით მე-16 ადგილზეა (გასავარდნი ზონის პლეიოფი) და ლე ავრს 3 ქულით ჩამორჩება, გიორგი მიქაუტაძე კი გუნდის მთავარი იმედია. მის ანგარიშზე 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
1 დღის წინ
3 საათის წინ
2 საათის წინ