19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის მასტერსის ფინალში გასვლით, ალექსანდრ ზვერევი ორშაბათიდან მსოფლიოს ახალი მეორე ჩოგანი გახდება.
გერმანელმა ჩოგბურთელმა მინიმუმ 7365 ქულა გაინაღდა და მე-2 ადგილზე კარლოს ალკარასს ჩაანაცვლებს, რომელსაც 7210 ქულა ექნება.
ერთ პოზიციას დაკარგავს ნოვაკ ჯოკოვიჩიც, რომელმაც გასულ სეზონში პარიზის მასტერსზე გამარჯვება იზეიმა, წელს კი ტურნირზე საერთოდ არ გამოვიდა, რის გამოც 1000 ქულა დაკარგა და რეიტინგში მე-4 ადგილს დანილ მედვედევს დაუთმობს, თავად კი მეხუთე გახდება.
პირველობას განურჩევლად ტურნირის შედეგისა დამაჯერებლად შეინარჩუნებს იანიკ სინერი, რომელსაც 11330 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს სოლიდური უპირატესობით უსწრებს. იტალიელმა ამ ტურნირზე არ გამოსვლით 90 ქულა დაკარგა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები