Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 26-ე ტურში ნაპოლი კალიარის ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
ანგარიში 65-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა. ნიგერიელი თავდამსხმელი საჯარიმოში ჯაკომო რასპადორის ჩაწოდებულს დახვდა და მეტოქის კარი მარტივად აიღო.
ნეაპოლელებმა გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 96-ე წუთზე, ზიტო ლუვუმბომ კალიარის ქულა მოუპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო. ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 73-ე წუთზე შეცვალა, მის მაგივრად თამაშში მატეო პოლიტანო ჩაერთო.
სტატისტიკური ვებ-გვერდების (Sofascore, Whoscored) მიხედვით კვარამ 6.7 შეფასება დაიმსახურა.
ნაპოლი დღევანდელი მატჩის შემდეგ 37 ქულით მე-9 ადგილზეა და ევროზონაში (კონფერენს ლიგის კვალიფიკაცია) მყოფ რომას 4 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
17 საათის წინ
16 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ