სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ჩემპიონატის ახალწვეულს, კომოს საკუთარ მოედანზე აჯობა.
შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ რომელუ ლუკაკუს პასით გახსნა. ტაიმის მიწურულს ფაბრეგასის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
53-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც სისრულეში ლუკაკუმ მოიყვანა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა.
საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე ნაპოლის ახალწვეულმა დავიდ ნერეშმა დააფიქსირა, რომელიც მოედანზე იქამდე 7 წუთით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შემოვიდა. საინტერესოა, რომ ბრაზილიელისთვის ეს ნაპოლის რიგებში სადებიუტო გოლი იყო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩამ მოედანზე 79 წუთი გაატარა და მოედანი თავისთვის უჩვეულოდ, საგოლე კონტრიბუციის გარეშე დატოვა. SofaScore-მ ქართველს ამ მატჩისთვის 6.6 შეფასება დაუწერა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ლუკაკუ გახდა - 8.5 შეფასებით.
7 ტურის შემდეგ ნაპოლი 16 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და ლიდერად დარჩება კიდეც, რადგან უახლოეს მდევარ იუვენტუსს 6 მატჩში 12 ქულა აქვს მოპოვებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები