არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

NBA - ორივე კონფერენციის საპლეიოფო ბადე გაირკვა

NBA - ორივე კონფერენციის საპლეიოფო ბადე გაირკვა

14 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ს რეგულარული სეზონი დასრულდა, შესაბამისად უკვე ცნობილია ორიფე კონფერენციის საპლეიოფო ბადე.


დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინში ერთმანეთს გოლდენ სტეიტ უორიორსი და მემფის გრიზლსი დაუპირისპირდებიან, მათ შორის გამარჯვებული კი ჰიუსტონ როკეტსს შეხვდება.


გოლდენისა და მემფისის წყვილში წაგებული საკრამენტო კინგსსა და დალას მავერიქსს შორის უკეთესს ეთამაშება, მათ შორის გამარჯვებული კი დასავლეთ კონფერენციის რეგულარულის ლიდერ ოკლაჰომა სიტი თანდერს შეერკინება.


დასავლეთის პლეიოფში ასევე ვიხილავთ დენვერ ნაგეთსია და ლოს ანჯელეს კლიპერსის შეხვედრას, ლოს ანჯელეს ლეიკერსი კი მინესოტა ტიმბერვულვზთან შეეცდება წარმატების მიღწევას.


რაც შეეხება აღმოსავლეთს, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი პლეი-ინში ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება, ამ გუნდებს შორის გამარჯვებული კი ბოსტონ სელტიკსზე გავა.


ორლანდო-ატლანტას წყვილში დამარცხებული ჩიკაგო ბულსსა და მაიამი ჰიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელთა შორის უძლიერესი კი კონფერენციის ლიდერ კლივლენდ კავალიერსს ეთამაშება


ასევე ცნობილია პლეიოფში კიდევ 2 წყვილის ვინაობა. ინდიანა პეისერსი VS მილოუკი ბაქსი,  ნიუ იორკ ნიქსი VS დეტროიტ პისტონსი.


პლეი-ინის მატჩები 16 აპრილიდან დაიწყება, პლეიოფი კი სტარტს 19 აპრილს აიღებს.


თაზო ჩარკვიანი

ლინკის დაკოპირება

მსგავსი სიახლეები

კომენტარები